აჭარის ჯანდაცვის მინისტრი - აჭარაში კოვიდის მართვაში 6 კლინიკაა ჩართული, ხვალ 170 საწოლით ახალი საავადმყოფო დაგვემატება

აჭარაში თერმოსკრინიგისთვის ორი საგუშაგო გაიხსნება. როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ერთი საგუშაგო თამარის დასახლებაში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ხოლო მეორე მაღალმთიანი აჭარის დამაკავშირებელ მაგისტრალზე განთავსდება.

ნინო ნიჟარაძის თქმით, თერმოსკრინინგისას თუ პირს დაბალი ტემპერატურა აღმოაჩნდა, საკარანტინო სივრცეში, ხოლო მაღალო ტემპერატურის შემთხვევაში "ცხელების ცენტრში" მოათავსებენ, სადაც ლაბორატორიული კვლევისთვის ნიმუშის აღება მოხდება.

მინისტრის თქმით, აჭარაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დაძაბულია, თუმცა კონტროლირებადი.

"აჭარაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დაძაბული გვაქვს, თუმცა სტაბილურად დაძაბულია. უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში ახალი შემთხვევების პრაქტიკულად ერთი და იგივე რაოდენობას ვღებულობთ. ამ ეტაპზე, სიტუაცია კონტროლირებადია და პანიკის არავითარი საფუძველი არ აქვს ჩვენს მოსახლეობას და არც სამედიცინო დაწესებულებებში. გაძლიერდა კონტროლის აღსრულება და ადმინისტრირება ყველა დონეზე. ესე ეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, კვების ობიექტებს, ვაჭრობის ობიექტებს. ყველგან იქნება კონტროლი მაქსიმალურად გამკაცრებული, ამიტომ ყველას მოვუწოდებთ, მაქსიმალურად ყველა ის მოცემულობა დაიცვან, რაც პროტოკოლით არის განსაზღვრული. ჩვენ ერთი კვირის განმავლობაში აქტიურად ვმუშაობთ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და რეგულირების სამინისტროსთან ერთად“,- აღნიშნა ნიჟარაძემ.

მისივე თქმით, რეგიონში სერიოზული დაბრკოლება და პრობლემა არ არის.

გადავხედეთ საწოლფონდის რეალურ შესაძლებლობებს, რაც ჩვენ აჭარის რეგიონში გაგვაჩნია. ვიმუშავეთ კლინიკებთან ერთად და გავიარეთ ყველა ის პრობლემა, რომელიც მუშაობის პროცესში წამოიჭრა კოვიდ კლინიკებში და მათი გადაჭრის გზებზეც ვიმუშავეთ, რაიმე სერიოზული დაბრკოლება ნამდვილად არ არის, ეს არის მცირე მუშა პროცესში წამოჭრილი სისუსტეები. მინდა მადლობა გადავუხადო, თითოეულ კოვიდ კლინიკას და მათ თავიდან კარგად გაართვეს თავი. დღეის მონაცემებით ექვსი კლინიკაა ჩართული და ხვალ ახალი კლინიკა დაგვემატება 170 -იანი საწოლით, რომელიც კოვოდინფიცირებულთა მართვაში დაგვეხმარება.

კონტროლი იწყება, მოქალაქეთა თერმოსკრინიგი, რამდენიმე საგუშაგო გაიხსნება. ამ ეტაპზე, ორი საგუშაგო ვიცით ბათუმის ცენტრალურ მაგისტრალზე, ერთი სავარაუდოდ, "ბენზეში" იქნება, მეორე მაღალმთიან აჭარის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე, სადაც თერმოსკრინიგი ჩატარდება.

თერმოსკრინინგის ინფორმაციის თანახმად, თუკი ცხელება იქნება დაბალი იგი რამდენჯერმე გადამოწმდება, პირი საკარანტინე სივრცეში იქნება გადაყვანილი და აღებული იქნება ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ნიმუში და PCR ტესტირების შედეგის მოხედვით მას მიეცემა ჩვეულებრივად საკარანტინო სივრცის დატოვების საშუალება.

რაც შეეხება მაღალ ცხელებას 38 და მეტი, იგი გადაყვანილი იქნება ე.წ. ცხელების ცენრტრში" საგანგებო სამსახურის მიერ",- განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს