აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტების სოფლების ტერიტორიების თერმული ნისლით დამუშავება იწყება

ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებში, აზიური ფაროსანას გავრცელების არეალის შეზღუდვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო შესაბამის ღონისძიებებს გაატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტექნიკა ადგილზე უკვე მობილიზებულია. ღონისძიებების განხორციელება ამბროლაურის მუნიციპალიტეტიდან დღეს დაიწყება და 18 სექტემბერს ონში დასრულდება.

„დღეს თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის შემდეგი სოფლების ტერიტორიები: ხიდიკარი, წესი, ხვანჭკარა, ზნაკვა, ჭრებალო, ჭყვიში, იწა, სხვავა და ხოტევი.

ღონისძიების დაწყების შესახებ ადგილობრივ მოსახლეობას, ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის მიერ სატელეფონო გზავნილის მეშვეობით 24 საათით ადრე ეცნობა.

სამუშაოები განხორციელდება საღამოს 20:30 საათიდან, რის შესახებაც მოსახლეობა ხმოვანი სიგნალითაც მიიღებს შეტყობინებას.

ეკიპაჟის შემადგენლობაში, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად შედიან თემებში მერის რწმუნებულები და სპეციალისტები, რომლებიც მიუთითებენ საფუტკრე მეურნეობების ლოკაციებს, რათა არ მოხდეს ახლო მანძილიდან გაფრქვევა და ფუტკრის დაზიანება.

შეწამვლის ღონისძიებებზე დეტალური ინფორმაციის მიღების მიზნით, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, გაიარონ SMS რეგისტრაცია საკოორდინაციო მართვის ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.parosana.ge.

თერმული ნისლის ტექნოლოგიით მუშავდება იმ სოფლების ტერიტორიები, სადაც მონიტორინგისათვის დამონტაჟებულ დამჭერ ფერომონებზე მავნებლის ზღვრული ოდენობა დაფიქსირდა.

აზიური ფაროსანას იდენტიფიკაციისა და გავრცელების არეალის დადგენის მიზნით, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში მონიტორინგის სისტემა 2017 წლიდან მოქმედებს. გამოვლენილი შედეგების მიხედვით კი პერიოდულად, შესაბამისი პრევენციული სამუშაოები ტარდება,“- ნათქვამია სახემწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა