რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებები ტარდება

კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში, სადეზინფექციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ამის შესახებ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დეზინფექცია უკვე ჩაუტარდა ცენტრალურ ქუჩებს, საზოგადოების თავშეყრის ადგილებს, ადმინისტრაციულ შენობებს, მაღაზიებისა და მომსახურების სხვა ობიექტების მიმდებარე ტერიტორიებს. ამავდროულად, რეგიონში შემავალ მთავარ გზებზე განთავსდა 3 ბლოკპოსტი, სადაც მუნიციპალიტეტის მერიებისა და პოლიციის თანამშრომლების ჩართულობით, მიმდინარეობს რეგიონის ტერიტორიაზე შემსვლელ და რეგიონიდან გამომსვლელ მოქალაქეთა 24- საათიანი თერმოსკრინინგი.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული პუნქტები განთავსებულია ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შაორის წყალსაცავის მიმდებარედ, ხოლო ცაგერის მუნიციპალიტეტში სოფელ ტვიშისა და გელავერის უღელტეხილის ტერიტორიებზე. მათი ცნობით, მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, მოხდება მოქალაქეთა გადაყვანა შესაბამის მუნიციპალურ ცენტრებში ე. წ. „პისიარ“ ტესტირებისთვის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო