ბათუმის შესასვლელსა და გასასვლელში ბლოკ-საგუშაგოები განთავსდა, სადაც მოქალაქეებს თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ

ბათუმში, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, თერმოსკინინგისთვის განკუთვნილი ბლოკ-საგუშაგოები შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ძალებმა უკვე განათავსეს.

როგორც აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი კონსტანტინე ანანიაშვილი აცხადებს, ბლოკ-პოსტები სატესტო რეჟიმში იმუშავებს და ტემპერატურის დაფქსირების შემთხვევაში მოქალაქეს ჯანდაცვის შესაბამის სამსახურში გადაამისამართებენ.

კონსტანტინე ანანიაშვილის თქმით, მოქალაქეებზე კონტროლს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები განახორციელებენ.

"საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ "კოვიდ - 19" გავრცელების პრევენციის მიზნით, ქალაქ ბათუმის შემოსასვლელსა და გასასვლელში ბლოკ- საგუშაგოები მოეწყოს. აღნიშული ბლოკ- საგუშაგოების განთავსება შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ძალებმა განახორციელეს. აღნიშნულ პოსტებზე 24 საათის განმავლობაში მოქალაქეთა თერმოსკრინიგი მოხდება. ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ ჩაერთვება ჯანდაცვის შესაბამისი სამსახური და განხორციელდება შემდეგი ღონისძიებები. ერთი საგუშაგო თამარის დასახლებაში ე. წ ბენზეში და მეორე საგუშაგო კი ხელვაჩაურში მახოს ხიდთან მოეწყობა.

ახლა სატესტო რეჟიმში ვახორციელებთ ბლოკ-საგუშაგოს ფუნქციონირებას.

პროცესი საცობს შექმნის, თუმცა ვეცდები, რომ არ შევაფერხოთ მოქალაქეთა გადაადგილება და განვახორციელოთ ის მიზანი, რაც არის უსაფრთხო გადაადგილება და თერმოსკრინინგი.

ტემპერატურის მატების ან ცვალებადობის შემთხვევაში კონკრეტული მოქალაქეს შესაბამის დაწესებულებაში გადავამისამართებთ.

გამოვლენილი მოქალაქე გადაეცემა ჯანდაცვის სამსახურს და შინაგან საქმეთა სამინისტრო კი შესაბამის კონტროლს განახორციელებს“, - აცხადებს ანანიაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო