მაიკ პომპეო - ვაფასებთ საქართველოს ძალისხმევას აშშ-ისა და საერთაშორისო დამკვირვებლების მხარდაჭერასთან დაკავშირებით და კვლავ მზად ვართ დავეხმაროთ ქვეყანას რეფორმების განხორციელებაში

აშშ-ს სახელწმიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს არჩევნებში დამკვირვებლების მოწვევაზე საპასუხო წერილი გამოუგზავნა.

როგორც მაიკ პომეოს წერილშია ნათქვამი, აშშ აფასებს საქართველოს ძალისხმევას აშშ-ისა და საერთაშორისო დამკვირვებლების მხარდაჭერასთან დაკავშირებით და კვლავ მზად არიან დაეხმარონ საქართველოს იმ რეფორმების განხორციელებაში, რომლებიც განამტკიცებენ დემოკრატიულ ინსტიტუციებს და გააძლიერებენ დემოკრატიულ პროცესებს.

ამასთან პომპეოს წერილში აღნიშნულია, რომ დეპარტამენტი შეარჩევს მოხალისეებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რათა ისინი შეუერთდნენ ODIHR-ის მისიას.

„ძვირფასო მინისტრო, მადლობას გიხდით თქვენი წერილისათვის და 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების მიზნით საქართველოში მიწვევისათვის. მე ვიზიარებ თქვენს ძალისხმევას უზრუნველყოთ საერთაშორისო სტანდარტებთან და საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისი, თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები. კონკურენტუნარიანი გარემო, საარჩევნო რეფორმების ზუსტი იმპლემენტაცია, ადამიანის უფლებების და გამოხატვის, გაერთიანებისა და შეკრების ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემა მნიშვნელოვანია როგორც არჩევნების დღეს, ასევე არჩევნებამდე და არჩევნების შემდგომ პერიოდში. მე ვაფასებ ყველა ნაბიჯს, რომელიც საქართველოს მთავრობამ გადადგა საერთაშორისო დამკვირვებლების ქვეყანაში ჩამოსვლის წახალისებისა და ხელშეწყობის მიზნით.

ჩვენ მხარს ვუჭერთ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუციებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) რეკომენდაციას სრული სადამკვირვებლო ჯგუფის განთავსების შესახებ, რომელიც მოიცავს ძირითად ჯგუფს, 28 დამკვირვებელს გრძელვადიანი პერიოდით და 350 დამკვირვებელს მოკლევადიანი პერიოდით.

ჩვენ, ასევე, ვაცნობიერებთ COVID-თან დკავშირებული ლოჯისტიკურ გამოწვევებს, რამაც, შესაძლოა, გაართულოს სრულმასშტაბიანი მისიის ორგანიზება. დეპარტამენტი შეარჩევს მოხალისეებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რათა ისინი შეუერთდნენ ODIHR-ის მისიას.

ODIHR-ის მისიის გარდა, თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან კოორდინაციით, უზრუნველყოფს საელჩოს გუნდის მხრიდან დაკვირვებას. მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-ის გამო, საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) და ეროვნულმა დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) გადაწყვიტეს არ განათავსონ საერთაშორისო დამკვირვებლები მოკლე პერიოდით არჩევნების დღეს, ჩვენ ვმუშაობთ NDI-სა და IRI-სთან ალტერნატიული გამოსავლის მოძიების მიზნით, რაც მათ საშუალებას მისცემს დააკვირდნენ არჩევნებს​.

მათ შორის, გრძელვადიანი პერიოდით ანალიტიკოსებისა და ვირტუალური დამკვირვებლების სახით, რომლებიც ქართველო კოლეგებთან ერთად იმუშავებენ.

ჩვენ ვაფასებთ თქვენს ძალისხმევას აშშ-ისა და საერთაშორისო დამკვირვებლების მხარდაჭერასთან დაკავშირებით და კვლავ მზად ვართ დავეხმაროთ საქართველოს იმ რეფორმების განხორციელებაში, რომლებიც განამტკიცებენ თქვენს დემოკრატიულ ინსტიტუციებს და გააძლიერებენ დემოკრატიულ პროცესებს“,- ნათქვამია პომპეოს წერილში.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა