UNWTO-ის აღმასრულებელი საბჭო - მხარს ვუჭერთ საქართველოში ტურიზმის სექტორის ამუშავების მიზნით მთავრობის ძალისხმევას და ეფექტურ ზომებს

მხარს ვუჭერთ საქართველოში ტურიზმის სექტორის ამუშავების, საზღვრების ეტაპობრივი გახსნის მიზნით მთავრობის მიერ განხორციელებულ ძალისხმევასა და ეფექტურ ზომებს, რაც ტურიზმის გლობალურ რუკაზე ქვეყანას გამძლე, მდგრად და ძალიან ფასეულ დანიშნულების ცენტრად წარმოაჩენს, - ამის შესახებ ნათქვამია UNWTO-ის აღმასრულებელი საბჭოს თბილისის დეკლარაციაში, რომელიც 112-ე სხდომის ფარგლებში მიიღეს.

აღმასრულებელი საბჭოს თბილისის დეკლარაცია UNWTO-ის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დღეს პირადად გადასცა.

დეკლარაცია, რომლის მთავარი მიზანია მსოფლიოში ტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, ტურიზმის ინდუსტრიის პოლიტიკის ძირითად საკითხებთან ერთად, არსებული გამოწვევების დაძლევის გზებსა და სამომავლო გეგმებსაც მოიცავს. დოკუმენტში ხაზგასმით არის აღნიშნული COVID-19-თან ბრძოლის პროცესში საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები.

„დიდად ვაფასებთ და გულწრფელად ვუხდით მადლობას საქართველოს მთავრობას გაერთიანებული ერების მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს საზეიმო სხდომის მოწვევისა და გულთბილი მასპინძლობისთვის, რომელიც პანდემიის შემდეგ იმართება და საქართველოს მდიდარი კულტურული მემკვიდრეობისა და უნიკალური სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციის შეგრძნების შესაძლებლობას გვაძლევს. მხარს ვუჭერთ საქართველოში ტურიზმის სექტორის ამუშავების, საზღვრების ეტაპობრივი გახსნის მიზნით მთავრობის მიერ განხორციელებულ ძალისხმევასა და ეფექტურ ზომებს, რაც ტურიზმის გლობალურ რუკაზე ქვეყანას გამძლე, მდგრად და ძალიან ფასეულ დანიშნულების ცენტრად წარმოაჩენს“, - ნათქვამია UNWTO-ის აღმასრულებელი საბჭოს თბილისის დეკლარაციაში.

UNWTO-ის აღმასრულებელი საბჭოს განცხადებას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, UNWTO-ის აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომას, რომელიც კოვიდ-19-ის პანდემიის შემდეგ მსოფლიოში პირველი უპრეცედენტოდ მაღალი რანგის წარმომადგენლობითი ღონისძიებაა, საქართველო 16-17 სექტემბერს მასპინძლობს. სხდომა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა გახსნეს. ღონისძიების დელეგატებს შორის არიან ესპანეთის, საბერძნეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, მაროკოსა და საუდის არაბეთის, ასევე სხვა ქვეყნების მაღალი რანგის სტუმრები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა