იოსებ ხახალეიშვილი - ჩვენ გვერდით დავუდგებით ტრანსპორტის სფეროს წარმომადგენლებს და ვიცი, რომ ისინიც ჩვენთან ერთად იზრუნებენ ქალაქზე

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი მაჟორიტარობის კანდიდატთან ზაზა ლომინაძესთან ერთად ტრანსპორტის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საარჩევნო პროგრამასთან ერთად შეხვედრაზე ტრანსპორტში არსებულ პრობლემებზე, მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის რეგულირებაზე, საავტომობილო მიმოსვლის შეუფერხებლად განხორციელებაზე, პოლიტიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე ისაუბრეს.

"მამაჩემი დამსახურებული ტრანსპორტელი იყო. საქართველოში ეს წოდება თითზე ჩამოსათვლელ ადამიანს აქვს. იგი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა სატრანსპორტო კომპანიას, ამიტომ ეს სფერო ჩემთვის ძალიან ახლობელი და შინაურია. ჩემი ოჯახია და თითოეული ტრანსპორტელი ჩემიანია, ჩემთვის მათი პრობლემებიც ახლობელი და მნიშვნელოვანია. გუნდთან ერთად ყოველთვის მხარს ვუჭერ მათი პირობების გაუმჯობესებას", - განაცხადა მერობის კანდიდატმა.

მისივე თქმით, ქუთაისს მალე ახალი მუნიციპალური ტრანსპორტი ეყოლება.

"60 ახალი, კომფორტული ავტობუსი იმოძრავებს ქალაქში, რაც გაუიოლებს მუშაობას ქუთაისელ ტრანსპორტელებსა და მგზავრობას ჩვენს თანაქალაქელებს. მით უმეტეს დღევანდელი პანდემიის პირობებში, როცა ჰიგიენური ნორმებისა და რეგულაციების დაცვაა აუცილებელი. ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ არ ვაპირებთ ამით შემოვიფარგლოთ. თუკი გვინდა ქუთაისი ევროპულ ქალაქად ვაქციოთ, უნდა დავიწყოთ ქუთაისური სერვისებით, ტრანსპორტით, ინფრასტრუქტურით, მომსახურების დონის ამაღლებით. ჩვენ გვერდით დავუდგებით ტრანსპორტელებს და ვიცი, რომ ისინიც ჩვენს გვერდით იქნებიან ყველა საინტერესო ნოვაციის დროს, ჩვენთან ერთად იზრუნებენ სერვისისა და ქალაქის იმიჯის გაუმჯობესებაზე", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა