თელავში საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინების სადარბაზოების სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თელავში მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინების სადარბაზოების სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო. ინფორმაციას თელავის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით მუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტიც.

პროცესს გაეცნო თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი.

„ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მატებასთან ერთად თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ დაიწყო მრავალსართულიანი ბინების სადარბაზოების სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავება. ასევე, მიმდინარეობს იმ ტრანსპორტის დამუშავება, რომელიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოძრაობს. უახლოეს დღეებში კი მოხდება ქუჩების სადეზინფექციო საშუალებით მორეცხვა”,- განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა.

როგორც თელავის მერიაში აღნიშნავენ, სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით თელავის ყველა ცენტრალური ქუჩა მოირეცხება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს