გიგა ბოკერია - ყველა შეხედულების ადამიანი ერთ მთავარ რამეზე თანხმდება, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება და ცვლილებების დროა

„ევროპული საქართველოს“ ფოთის, ხობისა და სენაკის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგა ბოკერია, ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში, საჭოჭუოს უბანში, ადგილობრივებს შეხვდა, მათი პრობლემები მოისმინა და „ევროპული საქართველოს“ გეგმა გააცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოდან“ აცნობეს.

გიგა ბოკერიას თქმით, როგორც ამ სოფელში, ისე მთლიანად რეგიონში, მძიმე ეკონომიკური კრიზისი, გაჭირვება, უმუშევრობა და უიმედობაა, ხოლო ადამიანებს აქვთ ცვლილებების მოლოდინი.

მათივე ცნობით, მოსახლეობასთან შეხვედრისას გაიმართა დისკუსია, რა დროსაც გიგა ბოკერიამ და ადგილობრივებმა ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რომლებიც ადამიანებს ყველაზე მეტად აწუხებთ. გიგა ბოკერიამ მოსახლეობას გააცნო პარტიის ეკონომიკური გეგმაც.

ბოკერიას თქმით, ის ინფრასტრუქტურული, სოციალური და ეკონომიკური პრობლემები, რომლებიც მოსახლეობას აწუხებს, ის უიმედობა, რომელიც აქვთ ადამიანებს, უნდა შეიცვალოს 31 ოქტომბერს, გარდამტეხი ცვლილებებით.

„ერთ პატარა უბანში ჭალადიდის, საჭოჭუოში გვქონდა შეხვედრა და ძალიან საინტერესო იყო, რადგან მთელი სპექტრი იყო პოლიტიკური შეხედულებების და ძალიან ცოცხალი დისკუსია გვქონდა. ყველა შეხედულების ადამიანი ერთ მთავარ რამეზე თანხმდება, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება და ცვლილებების დრო არის, რომ უნდა გადატყდეს ეს ვითარება და შეიცვალოს ყველაფერი. ამიტომ ჩემი გზავნილი იყო, რომ ჩვენ, „ევროპულ საქართველოს“ გვაქვს კონკრეტული გეგმა, ის ვალდებულებები რაც ავიღეთ, რათა ეს ცვლილებები მოვიტანოთ. გადასახადების დაწევა, ხალხისთვის მიწის კერძო საკუთრებაში გადაცემა, დახმარებების გაორმაგება მათთვის, ვისაც უჭირს, ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება და ამ ხარჯების ეკონომიკაში დატოვება და ქალაქებისა და სოფლებისათვის რეალური ძალაუფლების მიცემა. ხელისუფლება ანგარიშვალდებული უნდა იყოს ხალხის წინაშე და ხალხს თვითონ უნდა შეეძლოთ თავიანთი შრომით საკუთარი ბედნიერების მოპოვება. სწორედ ასე მოვიტანთ იმ გარდამტეხ ცვლილებებს, რაზეც თანხმდება ყველა“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა