თორნიკე რიჟვაძე - აჭარაში ეპიდსიტუაცია რამდენიმე დღეში დასტაბილურდება

აჭარაში ეპიდსიტუაცია რამდენიმე დღეში დასტაბილურდება,- ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჯანდაცვის მინისტრთან და დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელთან ერთად, განვიხილავთ კონკრეტულ ღონისძიებებს, რომელიც ემსახურება ეპიდვითარების დასტაბილურებას. არსებული პაციენტების მართვას. ამ ყველა პროცესში ჩართულია ყველა უწყება.

აჭარაში საწოლფონდი გაზრდილი არის, შესაბამისად ჩვენ დღის წესრიგში არ გვიდგას კრიტიკულად საწოლფონდის დეფიციტი. ამავე დროს ვიცით, რომ რიგი პაციენტები იმართება კოვიდ სასტუმროებში, ძირითადად ეს გახლავთ უსიმპტომო პაციენტები.

ჩვენ კონტროლს კიდევ უფრო მეტად გავაძლიერებთ",- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს