საბერძნეთის პოლიციას ბანაკის თავშესაფრის გარეშე დარჩენილი მიგრანტები და ლტოლვილები ახალ ბანაკში გადაჰყავს

საბერძნეთის პოლიციას კუნძულ ლესბოსზე ბანაკის დაწვის შემდეგ თავშესაფრის გარეშე დარჩენილი მიგრანტები და ლტოლვილები დროებით ბანაკში - Kara Tepe-ში- გადაჰყავს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დღეს დილის მონაცემებით, დროებით ბანაკში, რომელიც დამწვარი ბანაკთან ახლოს მდებარეობს, უკვე 1 800 ადამიანია გადაყვანილი.

აღსანიშნავია, რომ მიგრანტებსა და ლტოლვილებს დროებით ბანაკში გადაყვანამდე კორონავირუსზე ტესტს უტარებენ, ვინაიდან „მორიას“ ყოფილ 56 ბინადარს კოვიდ 19-ი დაუდასტურდა.

ბევრ მიგრანტსა და ლტოლვილს ლესბოსზე დარჩენა არ სურს და ევროპის რომელიმე სხვა ქვეყანაში გადასვლის იმედი აქვს.

შეგახსენებთ, რადემინე დღის წინ საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე მიგრანტთა უდიდესი ბანაკი „მორია“ დაიწვა, რის შედეგადაც 35 ქვეყნიდან ჩასული 12 000-მდე ადამიანი თავშესაფრის გარეშე დარჩა. გუშინ ბერძენმა სამართალდამცავებმა ხანძრის გაჩენისთვის ბრალი ავღანეთის ოთხ მოქალაქეს წარუდგინეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა