ქეთი მელუას ბათუმში გადაღებული ვიდეოკლიპის „Your Longing is Gone”  ნახვა უკვე შესაძლებელია

ქეთი მელუას ბათუმში გადაღებული ვიდეოკლიპის „Your Longing is Gone” ნახვა უკვე შესაძლებელია. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათივე თქმით, მომღერალმა ახალი ვიდეორგოლი თავის ოფიციალურ youtube არხზე გუშინ განათავსა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სპეციალური პოსტით მომღერალმა მადლობა გადაუხადა კლიპის გადაღებაში ჩართულ ყველა ადამიანს, მათ შორის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის გუნდს.

“ ვიდეო სიმღერისთვის „Your Longing is Gone” უკვე განთავსებულია ჩემს Youtube არხზე. ამ ვიდეოს გადაღება ჩემთვის ნამდვილად ჯადოსნური გამოცდილება იყო. საკმარისად იღბლიანი აღმოვჩნდი იმისათვის, რომ გასულ თვეს დავბრუნებულიყავი ჩემს სახლში ბათუმში, საქართველოში და მემუშავა შეუდარებელ, შემოქმედებით ხალხთან. ვიდეოს რეჟისორია ფოტოგრაფი მარიამ სიჭინავა, რომლის ნამუშევრები მის ინსტაგრამ გვერდზე აღმოვაჩინე. ძალიან გამიხარდა, როცა მან მიიღო ჩემი მოწვევა, ეს ვიდეო ჩემთან ერთად შეექმნა. ყველა ეს ულამაზესი კოსტიუმი/სამოსი შექმნილია დიზაინერ თაკო მექვაბიძის მიერ, რომელიც (დაიჯერებთ თუ არა!) დადიოდა ჩემთან ერთად ბაღში, ბათუმში. ამდენი წლის შემდეგ, ცხოვრებაში ხელახლა ერთმანეთთან დაკავშირება და ერთად მუშაობის შესაძლებლობა განსაკუთრებულია. მონტაჟის სამუშაოები შესრულებულია შეუდარებელი ჩარლი ლაითენინგის მიერ, რომელმაც გადაიღო პირველი ორი ვიდეო მერვე ალბომიდან. ასევე, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მშვენიერ თანამონაწილეს თაკო მაკკაგანს და ყველას Visit Batumi - დან , ვინც პრაქტიკულად, „შეძრა მთები“ , რომ ეს გადაღება მომხდარიყო. ეს განსაკუთრებული ადგილებია, ბოტანიკური ბაღი, ბულვარი, ქედა აჭარის მაღალმთიანეთში... მადლობა,“- ნათქვამია ქეთი მელუას პოსტში.

ვიდეოკლიპის გადაღებები ბათუმში მიმდინარე წლის აგვისტოში მიმდინარეობდა, სადაც ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ბათუმის ბულვარი, სარფის, ციხისძირის სანაპირო ზოლი და სოფელი მერისი მოხვდა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა აჭარის ბუნების მრავალფეროვნებას, მთისა და ზღვის ერთობლიობას მსოფლიო მასშტაბით მომღერლის მილიონობით თაყვანისმცემელი ახალი ვიდეორგოლით ეცნობა.

გადაღებებისთვის მიმზიდველი ტურისტული ადგილების შერჩევასა და პროექტის განხორციელებაში აქტიურად იყო ჩართული აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი. ვიდეორგოლის რეჟისორი მარიამ სიჭინავა, ოპერატორი კი ალექს ომიაძეა. მომღერლის ჩაცმულობაზე ბათუმელი დიზაინერი თაკო მექვაბიძე ზრუნავდა, რომელმაც თითოეული სამოსი სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნა.

ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციის მიერ დანიელსონის დოკუმენტის რევიზიის მცდელობა მათი კიდევ ერთი უგუნური შეცდომა იქნება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება
სილქნეტმა ინტერნეტ სიჩქარის ტესტირების ჯილდო მსოფლიოში აღიარებული მონაცემთა ტესტირებისა და ანალიტიკის კომპანია Ookla - ოკლასგან მიიღო