გრიგოლ ვაშაძე - 2012 წლის 2 ოქტომბრის შემდეგ ზოგიერთი ისე გადაბარგდა ე.წ ქართულ ოცნებაში, რომ  ფეხსაცმელები დარჩა წინა კაბინეტებში

მახსოვს ის ადამიანები, რომლებიც 2012 წლის 2 ოქტომბრის შემდეგ გადაბარგდნენ ე.წ ქართულ ოცნებაში ისე, რომ ზოგს ფეხსაცმელები დარჩა წინა კაბინეტებში,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა დასმულ შეკითხვას, "რესპუბლიკურ პარტიასა" და კახა ოქრიაშვილთან ბლოკის შექმნა ხომ არ უქმნის უხერხულობას?!

მისი თქმით, მიუხედავად განსხვავებებისა, ყველას ერთი მიზანი აქვს.

"ასე რომ "ქართულ ოცნებაში" ბევრი გვყავს ასეთი ნანახი და არ ჩამოვთვლი, ეს ადამიანები რა თანამდებობებს იკავებენ ამ ადმინისტრაციაში.

რაც შეეხება იმ პარტიებს, რომლებიც ახლა შეუერთდნენ გაერთიანებულ ოპოზიციას, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ უზარმაზარი განსხვავება გვაქვს წარსულში, უზარმაზარი განსხვავებები გვაქვს იდეოლოგიაში დღეს, მაგრამ ამოცანა ყველას ერთი აქვს - საქართველოში დამთავრდეს ოლიგარქიული, ერთპიროვნული, ერთპარტიული მმართველობა", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა