ორ ადვოკატს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც ბათუმის საქალაქო სასამართლო სრულად დისტანციურ რეჟიმში იწყებს მუშაობას

ბათუმის საქალაქო სასამართლო სრულად დისტანციურ რეჟიმში იწყებს მუშაობას. სხდომებში მონაწილეობას ადვოკატები და პროკურორები დისტანციურად მიიღებენ მონაწილეობას.

როგორც სასამართლოს ადმინისტრაციაში „ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, კორონავირუსი ორ ადვოკატს დაუდასტურდა, რის გამოც ზომები გაამკაცრეს.

სასამართლოს ინფორმაციით, დაწესებულების ყველა თანამშრომელს ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდება.

„როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ორ ადვოკატს დაუდასტურდა კორონავირუსი, ამიტომ სრულად გადავედით დისტანციურ რეჟიმზე.

ადვოკატები, რომლებიც პროცესებს ესწრებოდნენ, ვეღარ დაესწრებიან.

სხდომებში მონაწილეობას ადვოკატებიც და პროკურორებიც დისტანციურად მიიღებენ მონაწილეობას. აქამდე სხდომათა დარბაზში დასწრება მასიმალურად შეზღუდული იყო",- აცხადებენ სასამართლოში

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო