არჩილ თალაკვაძე IRI-ის კვლევაზე - არსებობს არაერთი ავტორიტეტული კვლევა, სადაც "ქართულ ოცნებას" 56% და კიდე უფრო მაღალი ნდობა აქვს

არსებობს უკვე არაერთი ავტორიტეტული კვლევა, სადაც "ქართულ ოცნებას" საზოგადოების მხრიდან აქვს 56% და კიდე უფრო მაღალი ნდობა, კამპანიის შუაში - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ IRI-ის კვლევის შედეგების შეფასებისას განუცხადა.

მისივე თქმით, ეს არის შედეგები, რომელიც ალოკაციის გარეშეა დამუშავებული და არ ასახავს სრულფასოვან სურათს.

"ჩვენ მივესალმებით, რომ ტარდება კვლევები, რომ საზოგადოების აზრით ვინტერესდებით არამხოლოდ ჩვენ, ხელისუფლება, პოლიტიკური პარტიები, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციები და კვლევითი ორგანიზაციები. ჩვენ გვჯერა ჩვენი მხარდამჭერების, ვენდობით ჩვენს მოქალაქეებს და კამპანიის წარმატებით დასრულების შემდეგ, ეს მხარდაჭერა მოველით რომ კიდევ უფრო გაიზრდება. უკვე არსებული მხარდაჭერა არის საკმარისი იმისთვის, რომ "ქართულმა ოცნებამ" მიიღოს საპარლამენტო უმრავლესობა და დამოუკდებლად ჩამოაყალიბოს მთავრობა და მინისტრთა კაბინეტი. რაც შეეხება ამ კვლევას, ეს არის შედეგები, რომელიც ალოკაციის გარეშეა დამუშავებული და არ ასახავს სრულფასოვან სურათს თუ რა მხარდაჭერაა იმ ჯგუფებში, ვინც თავი შეიკავა პასუხის გაცემისგან, თუნდაც ამ კონკრეტული ორგანიზაცის ინტერვიუერებთან. ეს არ ნიშნავს, რომ ეს პროცენტი გამოხატავს ჩვენს მიმართ არსებულ მხარდაჭერას. გირჩევთ, ნახოთ ის კვლევები, სადაც არის სრულფასოვანი ანალიზი, მათ შორის, ალოკაციის მეთოდიცაა გამოყენებული და იქ არის 56% მხარდაჭერა", - განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI)-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, გამოკითხულთა 36% არჩევნებზე მხარს „ქართულ ოცნებას“, 15 % კი- „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა