„თავისუფალმა საქართველომ“ ახალქალაქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა

„თავისუფალი საქართველოს“ ინტერესებს, ახალქალაქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სამველ ეღიაზარიანი დაიცავს.

პარტიის ლიდერის, კახა კუკავას განცხადებით, ახალქალაქში “ფეოდალური მმართველობა უნდა დასრულდეს” და ძალაუფლება ხალხს გადაეცეს.

„სამველ ეღიაზარიანი ის პრინციპული ადამიანია, რომელიც „თავისუფალ საქართველოს“ საპარლამენტო არჩევნებში წარმოადგენს. მჯერა, ადგილობრივი მოსახლეობა მას კარგად იცნობს, ამიტომ სრულ მხარდაჭერას გამოუცხადებთ, რის შედეგადაც ჩვენი კანდიდატი მომავალ საკანონმდებლო ორგანოში ახალქალაქელების ინტერესებთან ერთად, სრულიად საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს დაიცავს“,- ასე მიმართა კახა კუკავამ დღეს, ახალქალაქში შეკრებილ მოსახლეობას.

მისივე თქმით, „თავისუფალი საქართველო“ წინასაარჩევნოდ უფრო მეტ ძალას იკრებს და ეს მის მზარდ რეიტინგზეც აისახება.

„ჩვენი პარტიის რეგიონალური ოფისები მთელი საქართველოს მასშტაბით დავაფუძნეთ. მოსახლეობისგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ, ამის საფუძველზე კი იმედი გვაქვს, რომ საპარლამენტო არჩევნებში სასურველ შედეგს აუცილებლად მივაღწევთ“,- განაცხადა კახა კუკავამ.

ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის აზრით კი, მალე მოვა ის დრო, როდესაც საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება უკეთესობით შეიცვლება და ამაში თავის წვლილს „თავისუფალი საქართველო“ აუცილებლად შეიტანს.

„მზად ვარ ბოლომდე დავიცვა ახალქალაქელების ინტერესები და მათთან ერთად ვიზრუნო საქართველოს უკეთეს მოვალზე. მჯერა, ჩვენი ერთად დგომა სასურველ შედეგს აუცილებლად გამოიღებს და საქართველოს მომავალი, იმედით სავსე და გაცილებით ეფექტური იქნება“,- განაცხადა სამველ ეღიაზარიანმა.

ინფორმაციას „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო