წელს საპილოტე რეჟიმში პირველად განხორციელდა ქალების რეკრუტირება, აქტიური რეზერვით 100-მდე ქალი დაინტერესდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წელს ტერიტორიული რეზერვის პროგრამით, წინა წლებთან შედარებით, უფრო მეტი მოქალაქე დაინტერესდა. უწყების ცნობით, საქართველოს ეროვნულ გვარდიაში რეზერვის პროგრამით დაინტერესებული მოქალაქეების რეგისტრაციის პროცესი სრულდება.

„სამხედრო მოსამსახურეებმა რეზერვისტობის მსურველებს რეგისტრაციამდე პირობები დეტალურად კიდევ ერთხელ გააცნეს და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განვითარებისათვის მისი მნიშვნელობის შესახებ ესაუბრნენ.

ეროვნული გვარდიის მონაცემებით წელს დარეგისტრირებული მოქალაქეების რაოდენობა, 2018-2019 წლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. სტატისტიკის მიხედვით, რეზერვში დარეგისტრირებულთა რიცხვი ქვეყნის მასშტაბით 50-70 %-ით გაიზარდა. წელს საპილოტე რეჟიმში პირველად განხორციელდა ქალების რეკრუტირება, აქტიური რეზერვით ასამდე ქალი დაინტერესდა. ეროვნული გვარდიის მეთაურის, პოლკოვნიკ რომან ჯოხაძის განცხადებით, სარეზერვო პროგრამის გავლის მსურველთა მაღალი მაჩვენებელი უწყებაში მიმდინარე წარმატებული რეფორმებითაა განპირობებული.

ტერიტორიულ რეზერვში მიიღებიან თბილისის, მცხეთის, აჭარის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და კახეთის რეგიონებში მცხოვრები 18-50 წლამდე ასაკის მოქალაქეები. აქტიურ რეზერვში მიღება ნებაყოფლობითი და ანაზღაურებადია. რეზერვისტთან გაფორმდება 5 წლიანი კონტრაქტი და მას შეუნარჩუნდება სამოქალაქო სამსახური. საბრძოლო მომზადება თითოეული წლის განმავლობაში შეადგენს არაუმეტეს 45 დღისა. რეზერვისტის მინიმალური წლიური ანაზღაურება 2700 ლარია. 18 დან 22 წლის ჩათვლით სტუდენტები, სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის ვადის გავლის შემდეგ, სავალდებულო სამხედრო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ