პროკურორი - კონსტანტინე ღიბრაძემ დაინახა, რომ „მერსედესიდან" გადმოსული პირები ჩართული იყვნენ ჩხუბში, რომელთაც შეუერთდა მანამდე მათ უკან მომავალი ორი პიროვნებაც

კონსტანტინე ღიბრაძემ დაინახა, რომ "მერსედესიდან" გადმოსული პირები ჩართული იყვნენ ჩხუბში, რომელთაც შეუერთდა მანამდე მათ უკან მომავალი ორი პიროვნებაც, -ამის შესახებ ჟურნალისტებს ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა განუცხადა. მისივე განმარტებით, ღიბრაძემ მისთვის რკინის ხელკეტის დარტყმის ფაქტი დაადასტურა, თუმცა, კონკრეტული პირების იდენტიფიცირება არ მოუხდენია, ვინაიდან ღიბრაძე თავდაცვის მიზნით გაიქცა.

„კონსტანტინე ღიბრაძე აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულია. მან დეტალურად ისაუბრა მისთვის ცნობილი გარემოებების შესახებ აგარაკის ტერიტორიაზე, ასევე თუ ვისთან ერთად გადაადგილდებოდა და ასევე ისაუბრა „მერსედესის" მარკის ავტომობილის მისვლასა და თავდასხმაზე. აღნიშნულმა პირმა სასამართლოში დაკითხვისას განმარტა, რომ „მერსედესის" მარკის ავტომობილი გაჩერდა, ავტომობილიდან გადმოსულ ერთ-ერთ სრული აღნაგობის პიროვნებას, რომლის იდენტიფიცირებაც ვერ მოახდინა თავდასხმის მოულოდნელი ეფექტიდან გამომდინარე, ხელში რაღაც საგანი ეჭირა, რომელიც მოარტყა სხეულზე, რის შემდეგაც ის თბილისის მიმართულებით გაიქცა, ხოლო მისი თანმხლები პირები საპირისპირო მიმართულებით გაიქცნენ.

გადაადგილებისას, როცა მანქანა უნდა გაეჩერებინა, უკან მოიხედა და დაინახა, რომ "მერსედესიდან" გადმოსული პირები ჩართული იყვნენ ჩხუბში, რომელთაც შეუერთდა მანამდე მათ უკან მომავალი ორი პიროვნება, რომლებმაც ტელეფონის ნომერი გამოართვეს გადაადგილების დროს. მოწმემ სახელებით და გვარებით არ იცის აღნიშნული პიროვნებები ვინ იყო. ორი პიროვნება, რომლებმაც გიორგი ქათამაძეს ტელეფონის ნომერი გამოართვეს საქმის მასალებით დადგენილია, რომ არასრულწლოვანი ლ.შ. და გ.მ. არიან. მოწმემ ნახა, რომ ეს ორი პირი "მერსედესის" მგზავრებთან ერთად ჩხუბში ჩართული იყო, ხედავდა ხელების და ფეხების მოქნევას ეპიცენტრში მყოფი ერთი პირის მიმართ.

რაც შეეხება პიროვნებას, რომელსაც ჰქონდა რკინის ხელკეტი, საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ ნიკა ჟვანია არის, რომელმაც აღნიშნული რკინის ხელკეტი მოუქნია და დაარტყა კონსტანტინე ღიბრაძეს ფეხში, ბარძაყის არეში. თვითონ იმ მომენტში მისი სახელი და გვარი არ იცოდა, არ დაკვირვებია და იდენტიფიცირება არ მოუხდენია, ვინაიდან თავს დაესხნენ და თავდაცვას ცდილობდა", - განაცხადა გუგუტიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა