ქალაქ ჯვარში რამდენიმე ქუჩის მოსახლეობა წყლის განახლებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარში, სააკაძისა და აფაქიძის ქუჩების მიმდებარე უბნის წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობისთვის ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობისთვის წინადადებების წარდგენა მიმდინარე წლის 29 სექტემბრამდე შეეძლებათ. გამარჯვებულმა კონტრაქტორმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან ხუთ თვეში უნდა დაასრულოს.

,,ქალაქ ჯვარში, სააკაძისა და აფაქიძის ქუჩაზე წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა არ არსებობს. სამუშაოების ფარგლებში ძველი, ამორტიზებული მილები შეიცვლება სრულიად ახლით, ასევე მოეწყობა სატუმბი სადგური, რომელიც დაახლოებით 80 ოჯახს განახლებული ინფრასტრუქტურით მოემსახურება და მათ 24-საათიან წყალმომარაგებას უზრუნველყოფს. პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 520 000 ლარზე მეტი,” - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს