იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ევროკავშირის ტექნიკური პროექტის წარმომადგენლებს შეხვდა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ევროკავშირის ტექნიკური პროექტის წარმომადგენლებს, ვიტოლდ სარტორიუსს და ნინო ხუხუას შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრაზე საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის (სრიგპ) ფარგლებში გამოცხადებულ პირველ კონკურსში გამარჯვებული პროექტების მიმდინარეობაზე იმსჯელეს.

„აღნიშნულ პროექტში საქართველოს ოთხი რეგიონი და მათ შორის იმერეთი მონაწილეობს. მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილი პროექტებიდან მხარდაჭერა ხუთმა მათგანმა მოიპოვა. საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის დაფინანსებით ტყიბულსა და ვანში საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება, საჩხერეში და სამტრედიაში სკვერები მოეწყობა, ბაღდათში კი ბიზნეს განვითარებისა და ტურიზმის მომსახურების ცენტრის რეკონსტრუქცია განხორციელდება. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო გამარჯვებული პროექტების განხორციელების მონიტორინგისა და მიღებული შედეგების შეჯამების მნიშვნელობას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა