ზვიად შალამბერიძე - ამ ეტაპზე ვაკონტროლებთ სიტუაციას და ასე უნდა გავაგრძელოთ, ყველა გამოწვევას უნდა შევხვდეთ ღირსეულად

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე რეგიონში არსებული დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ზვიად შალამბერიძემ შეხვედრაზე ამ ეტაპზე არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე, მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული რეგულაციების კონტროლსა და აღსრულებაზე გაამახვილა ყურადღება. მხარის რწმუნებულმა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებისგან მიმდინარე პროცესებზე ინფორმაცია მოისმინა და სამუშაოს ეფექტურად შესრულებისთვის მათ მადლობა გადაუხადა.

"მადლობა საქმიანობისთვის, შრომისა და გვერდით დგომისთვის. ვირუსის გავრცელების პირველივე დღეებიდან აქტიურად ხართ ჩართულები პროცესში და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, აკონტროლებთ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ჩვენს რეგიონში. ბოლო პერიოდში მხარეში გვაქვს კორონავირუსის დიაგნოზის მქონე პაციენტების ზრდა.

ასევე იცით, რომ იმერეთში ჯამში 236 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, როგორც ჩვენს რეგიონში მცხოვრები, ასევე სხვადასხვა რეგიონებიდან გადმოყვანილი პაციენტები. მიუხედავად იმისა, რომ რიცხვი საკმაოდ მაღალია, სამედიცინო დაწესებულებები არსებული რესურსით კარგად უმკლავდებიან შექმნილ მდგომარეობას და ზრუნავენ თითოეული პაციენტის ჯანმრთელობაზე. ამ ეტაპზე, ვაკონტროლებთ სიტუაციას და ასე უნდა გავაგრძელოთ. ყველა გამოწვევას უნდა შევხვდეთ ღირსეულად. აუცილებელია თითოეულ შემთხვევაზე მოხდეს სწრაფი რეაგირება, ოპერატიული მუშაობა და სწორი ნაბიჯების გადადგმა, როგორც ეს იყო დღემდე", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

სახელმწიფო რწმუნებულმა მოსახლეობას რეგულაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

"აუცილებელია გამოვიჩინოთ განსაკუთრებული სიფრთხილე, ვატაროთ პირბადეები და დავიცვათ სოციალური დისტანცია", - აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს