ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭახათში სასაფლაოები გაძარცვეს

ქობულეთში, სოფელ ჭახათში სასაფლაოები გაძარცვეს. როგორც სოფლის რწმუნებული ნუგზარ დავითაძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, შემთხვევის შესახებ სოფლის მცხოვრებლებმა დღეს გაიგეს.

მისი თქმით, ფაქტის შესახებ სამართალდამცავებს შეატყობინეს.

„დღეს დილით ვნახეთ, სოფლის რამდენიმე სასაფლაო გაძარცვულია. წაღებულია მოაჯირები, ფაქტობრივად, სასაფლაოზე დაზიანებულია ყველაფერი. ამ ფაქტის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაცნობეთ. იმედია დაისჯება ამის გამკეთებელი", - აცხადებს სოფლის რწმუნებული ნუგზარ დავითაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა