ევროპაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების ერთი კვირის მაჩვენებელმა ეპიდემიის პირველი პიკის მონაცემს გადააჭარბა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ევროპაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების ერთი კვირის მონაცემები ახლა უფრო მაღალია, ვიდრე მარტში, ეპიდემიის პირველი პიკის დროს იყო.

„ჩვენს წინაშე ძალიან სერიოზული სიტუაციაა. სექტემბრის შემთხვევათა რაოდენობამ ყველა ჩვენგანი უნდა გამოაფხიზლოს“, -აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა, ჰანს კლიუგემ.

ორგანიზაციის მონაცემებით, გასულ კვირაში დაინფიცირების ახალი შემთხვევების რიცხვმა 300 000-ს გადააჭარბა, ხოლო მარტის ბოლო კვირაში ეს მაჩვენებელი 264 675-ს შეადგენდა. ამასთან, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპის ქვეყნების ნახევარზე მეტში შემთხვევათა 10 პროცენტზე მეტით ზრდა დაფიქსირდა.

„ევრონიუსის“ ინფორმაციით, ევროპაში კორონაირუსის 4.8 მილიონზე მეტი შემთხვევაა დღემდე გამოვლენილი, მათგან 226 500-ზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა