ანონსი  18 სექტემბერი

18 სექტემბერს, 10:00 საათზე, ბავშვთა სამყაროს ხანძრით დაზარალებულები, თბილისის საკრებულოსთან გამართავენ საპროტესტო აქციას მოთხოვნით - „მოგვეცით ერთჯერადი დახმარებები, როგორც სხვა დაზარალებულებს. არა დისკრიმინაციას! არა შერჩევით სამართალს!“

საკონტაქტო ტელ: ნონა ფილაური - 595989988

18 სექტემბერს, 10:00 საათზე, გაერო საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობით, ონლაინ შეხვედრას გამართავს 2021-2025 წწ. გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩო-დოკუმენტის შესათანხმებლად. შეხვედრა ონლაინ ფორმატში ჩატარდება ინგლისურ და ქართულ ენებზე და გაეროს ფეისბუქ გვერდზე (https://www.facebook.com/UNGeorgia/) პირდაპირ რეჟიმში გადაიცემა.

საკონტაქტო: 599532268

18 სექტემბერს, 10:30 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია „HUB Georgia“ სასტუმრო „ბილტმორში“ საქართველოს ავიაციის ეფექტიანობის კვლევის პრეზენტაციას გამართავს, თემაზე - „საქართველოს ავიაციის როლი და ფუნქცია სახელმწიფოს ჩამოყალიბებასა და განვითარებაში“.

18 სექტემბერს, 11:00 საათზე, ბავშვთა უფლებათა დაცვის ორგანიზაციის წარმომადგენები „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: „გაეროს ბავშვთა ფონდთან“ (UNICF) დაგეგმილი საპროტესტო აქცია და დედებისთვის შვილების წართმევის ფაქტები.

მის: გალის ქუჩა #1.

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

18 სექტემბერს, 11:00 საათზე, ფუნიკულიორის ღონისძიებათა დარბაზში გაიმართება მასტერკლასი შემოქმედებით ინდუსტრიაში ჩართული და დაინტერესებული პირებისთვის.

საკონტაქტო პირი: ანა მაჭავარიანი, 599805599

18 სექტემბერს, 11:00 საათზე, „ლელოს“ ლიდერები ლევან კობერიძე და ვატო სურგულაძე, ასევე პარტიის წარმომადგენლები ჯანდაცვისა და განათლების სამუშაო ჯგუფიდან გამართავენ ბრიფინგს პანდემიის პერიოდში შექმნილ კრიზისთან მიმართებაში.

ბრიფინგის თემები:

  1. კომუნიკაციისპრობლემაჯანდაცვისდაგანათლებისსფეროსწარმომადგენლებსშორის.
  2. დაგვიანებულიგადაწყვეტილებები, 3.სიტუაციისანალიზისარარსებობა.
  3. სწავლისპროცესისჩაშლა.

მის: სადგურის მოედანი 2

საკონტაქტო: 577624445

18 სექტემბერს, 11:00 საათზე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე საგანგებო ბრიფინგს გამართავს, სადაც ჰოსპიტალებში არსებულ არეულ მდგომარეიბასა და პაციენტთა ნაკადის არევაზე ისაუბრებს. ჩუხლაძე აღნიშნულთან დაკავშირებით ვიდეო მასალასაც წარმოადგენს

მის: 300 არაგველები, ქეთევან წამებულის 47

საკონტაქტო: ირაკლი გაბისონია, 555 602 634

18 სექტემბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი განცხადებას გააკეთებს.

თემა: კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებლები და ეპიდსიტუაცია საქართველოში.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

18 სექტემბერს, 11:30 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

18 სექტემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართება.

თემა: თამარ ბაჩალიაშვილის სისხლის სამართლის საქმე.

მის: გორგასლის ქ. N24.

საკონტაქტო პირი: ხატია ჯიღაურიშვილი 599780005

18 სექტემბერს, 12:00 საათზე, კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბავშვთა საკითხებზე ინფორმირებულობის გაზრდასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

მის: ალექსიძის #1, კორპ. #2, ბ.26

საკონტაქტო პირი: თათია ლომთაძე, 551 513 514

18 სექტემბერს, 12:00 საათზე, საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული)

18 სექტემბერს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტი, ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები-დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე განცხადებას გააკეთებს.

თემა: დღეს კამპანია „დავასუფთაოთ მსოფლიო 2020“ იწყება -კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი აქციები. ნარჩენებისგან გარემოს დაცვის საკითხი.

მის: კოსტავას ქ.47/57

18 სექტემბერს, 12:00 საათზე, რიყეზე, ღია კლუბში „რიყე გოლდენ“, საარჩევნო ბლოკი „ჯონდი ბაღათურია - ქართული დასი“, თბილისის მაჟორიტარებს წარუდგენს საზოგადოებას.

მის: რიყის პარკი, საბაგიროსთან, კლუბი „გოლდენ კაფე“, „ქართული დასი“

საკონტაქტო: 577 18 99 42; 570 70 01 33

18 სექტემბერს,12:00 საათზე, GMTV-ს პრესკლუბში ხელოვანები კახა ბაციკაძე და სერგი ლომაძე პოლიტიკაში წასვლას დააანონსებენ და პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: კულტურის სფეროს დაფინანსების პრობლემები საქართველოში კულტურის სფეროს წარმომადგენელების დაფინანსება.

მის. გურამიშვილის 78.

საკონტაქტო 599 88 97 18

18 სექტემბერს, 13:00 საათზე, პარტია ,,მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე პარტიის ცენტრალურ ოფისში ბრიფინგს გამართავს და პარტიის საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტებს დაასახელებს.

მის. თბილისი, კოსტავაქ ქუჩა N 21

საკობტაქტო: 593111198

18 სექტემბერს, 13:00 საათზე, გაერთიანებული ერების ცეკვის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი, ნიკოლოზ პატარქალიშვილი პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: "ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარებისა და საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის პოპულარიზაციის მიზნით ხალხური ცეკვის პროფესიონალური ანსამბლის დაფუძნება".

მის: თბილისი, კოსტავას ქ.N45, ვერის კალათბურთის სასახლე.

საკონტაქტო: 599 23 55 20; 555 90 32 48

18 სექტემბერს, 14:00 საათზე, „პატრიოტთა ალიანსის“ ცენტრალურ ოფისში, პატრიოტთა ალიანსის და მემარცხენე ალიანსის ლიდერები გამართავენ ბრიფინგს.

თემა: საარჩევნო პროცესები - "მემარცხენე ალიანსის" გადაწყვეტილება რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებით.

მის: სობჩაკის ქ. N3

18 სექტემბერს 14.00 საათზე, ლალი ანთიძე, "გირჩის" აჭარის უზენაეის საბჭოს კანდიდატთა სიის პირველ ნომერს, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეაქვს.

სარჩელი შეეხება აჭარის უზენაესი საბჭოს დეპუტატების "შარდის სიწმინდის " კანონის გაუქმებას .

მის: ბათუმი, საკონსტიტუციო სასამართლო

საკონტაქტო: იაგო ხვიჩია: 599 80 55 23

18 სექტემბერს, 15:00 საათზე, ,,არჩევანი სამშობლოსათვის” ლიდერი, ლელა გულედანი მთავრობის კანცელარიასთან, დაზარალებულ ოჯახთან ერთად, აქციას გამართავს

თემა: დევნილთა სამინისტროსგან მოტყუებული და ბინის გარეშე დარჩენილი ოჯახები- სასამართლო დავა, რომელიც 4 წელზე მეტია გრძელდება.

საკონტაქტო: 557494724

18 სექტემბერს, 17:00 საათზე, ქუთაისში „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ოფიციალურად წარადგენს „ლელოს“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატს ანა ნაცვლიშვილს.

მისამართი: ქუთაისი, თეთრი ხიდი

საკონტაქტო: 577624445

18 სექტემბერს, 20:00 საათზე, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მოსახლეობას ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ზაზა ლომინაძეს და ქუთაისის მერობის კანდიდატს იოსებ ხახალეიშვილს წარუდგენს.

მის: ბაგრატის ტაძრის მიმდებარე ტერიტორია

საკონტაქტო : მიშა ფეიქრიშვილი - 599 45 05 65 ; ლელა გაბეჩავა - 599 22 74 41

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა