ბათუმის ინფექციური პათოლოგიის შიდსის და ტუბერკულოზის ცენტრის ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმის ინფექციური პათოლოგიის შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებულია კლინიკის ექიმი და დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი.

როგორც კლინიკის დირექტორი ციური აბულაძე აცხადებს, ყველა თანამშრომელს ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდა, დაწესებულება ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

"კორონავირუსი მეეზოვესა და ერთ ექიმს დაუდასტურდა. მათ გეგმური კვლევა ჩაუტარდა და ასე გამოიკვეთა. სხვა ყველა თანამშრომელს ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდა და ყველას პასუხი უარყოფითია. ინფიცირების წყარო არ ვიცით. ყველა რეკომენდაციას ვიცავთ და შენობის დეზინფექცია ჩატარდა. დაწესებულება აგრძელებს ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობას",- აცხადებს ციური აბულაძე.

იხილეთ ვიდეო: ბათუმის ინფექციური პათოლოგიის შიდსის და ტუბერკულოზის ცენტრის ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა