დავით ბაქრაძე - თუ კოალიციური შეთანხმება იქნება, რომ დათო ბაქრაძე იყოს პრემიერ-მინისტრი იმ მთავრობისა, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს, მე ამ პასუხისმგებლობას ავიღებ

თუ კოალიციური შეთანხმება იქნება, რომ დათო ბაქრაძე იყოს პრემიერ-მინისტრი იმ მთავრობისა, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს, მე ამ პასუხისმგებლობას ავიღებ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც „ევროპული საქართველოს“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

თუმცა, მისივე განმარტებით, პარტია წინაპირობების გარეშე მონაწილეობს არჩევნებში, რადგან მათო მთავარი ამოცანა პოლიტიკის კონკრეტულ პოლიტიკოსზე მორგება არ არის.

„გულწრფელად, ვერ გეტყვით ამ ეტაპზე. გამორიცხვით არ გამოვრიცხავ, მაგრამ ჩვენი ამოცანა ეს არ არის. ამ არჩევნების ამოცანა უნდა იყოს არა ცალკეული პოლიტიკოსის ბედის გადაწყვეტა, ვინ სად იქნება, არამედ ამ ქვეყანაში მაცხოვრებელი 4 მილიონი ადამიანისთვის ცხოვრების გაუმჯობესება. ეს არის ჩვენი მიდგომა. ამიტომ ჩვენ ამ პროცესში შევდივართ აბსოლუტურად ღია კარით.

ამას აქვს ის პლუსები, რომ ჩვენ წინაპირობებს არ ვაყენებთ, რომ ან დაეთანხმები ჩემ პირობებს, ან არ შედგება კოალიციური მთავრობა. არა, ჩვენ ვართ ღია, ჩვენი ამოცანა არ არის ის, რომ დათო ბაქრაძე იქნება თუ ვინმე სხვა, იყოს ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. ჩვენი ამოცანაა, ქვეყანაში იყოს ქმედითი, კოალიციური მთავრობა, რომელიც მოიტანს გარდამტეხ ცვლილებებს, რომელიც გამოიყვანს ქვეყანას ეკონომიკური კრიზისიდან და წაიყვანს წინ. თუ ამას დასჭირდება და თუ კოალიციური შეთანხმება იქნება, რომ დათო ბაქრაძე იყოს ასეთი პრემიერ-მინისტრი, რა თქმა უნდა, მე ამ პასუხისმგებლობას ავიღებ, მაგრამ თუ იქნება სხვაზე კოალიციურ მთავრობაში შეთანხმება და შევთანხმდებით, რომ დათო ბაქრაძის ნაცვლად სხვა უნდა იყოს პრემიერ-მინისტრი, წინაპირობებს ჩვენ არ ვაყენეთ და ვიმეორებ, ღია კარით შევდივართ მოლაპარაკებებში სწორედ იმიტომ, რომ ქვეყანას სჭირდება ეროვნული თანხმობის მთავრობა, რომელიც კრიზისიდან გამოგვიყვანს“, - განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, „ევროპულ საქართველოს“ 4-5 ლიდერი ჰყავს, რომელსაც შეუძლია იყოს პრემიერ-მინისტრი.

„ჩვენს გუნდში არის მინიმუმ 4-5 ადამიანი, ვისაც შეუძლია იყოს პრემიერ-მინისტრი და ლიდერი, მაგრამ ჩვენი ამოსავალი წერტილი ის კი არ არის, რომ პიროვნებებს მოვარგოთ პოლიტიკა, ეს მეათასე ხარისხოვანია, ჩვენი მთავარი ამოცანაა, როგორ წავიყვანოთ ეს პროცესი ისე, რომ გარდამტეხი ცვლილებები მოვიტანოთ“, - აღნიშნა ბაქრაძემ.

ამირან სალუქვაძე - მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობა გაიზარდა, საკმაოდ დაძაბული ბრძოლის მომსწრე ვიქნებით და იმედია, არჩევნების შემდეგ დასავლეთის ხელახალი დახმარება არ დაგვჭირდება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2021
ვაჟა ბერიძე - შეთანხმების ხელმოწერის ფაქტს პოლიტიკური თვალსაზრისით ერთი დამარცხებული ჰყავს, ესაა მიხეილ სააკაშვილი. მომხდარმა აჩვენა, რომ სააკაშვილი ოპოზიციას ვერ აკონტროლებს
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის საგრანტო კონკურსის მონაწილეებს "ფინკა ბანკი" თანადაფინანსების სპეციალურ პირობებს სთავაზობს
"ჯივიესის" ახალი შენაძენი რაჭაში
„პერსონალური მენეჯერი“ - სრულიად ახალი სერვისი “პსპ დაზღვევისგან”
ხვალ გაიმართება ფორუმი მზის ელექტროსადგურის სარგებლიანობის შესახებ - „მდგრადი ინვესტიცია და ბიზნეს სარგებელი“
"ბადაგონის" გამარჯვება საერთაშორისო კონკურსზე
განათლების ვირტუალური გამოფენა საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებულთათვის
"ლიბერთი ბანკისა" და "ევექსი კლინიკების" პარტნიორობა კიდევ უფრო მასშტაბური ხდება
დისტანციური ავტოსესხი „ემბისისგან“ - ინოვაციური სერვისი ქართულ მიკროსაფინანსო ბაზარზე