რუსთავში, გიორგი ლეონიძის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია სრულდება

რუსთავში, გიორგი ლეონიძის სახელობის სკვერის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი დასრულების ფაზაშია. სამუშაოების მიმდინარეობას, დღეს, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

"რუსთავს, უახლოეს პერიოდში კიდევ ერთი ლამაზი და კეთილმოწყობილი სკვერი შეემატება. გიორგი ლეონიძის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია უკვე დასრულების ფაზაშია. ამჟამად ადგილზე მცირე ხარვეზების გამოსწორება მიმდინარეობს, რისთვისაც სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას გარკვეული ვადა აქვს მიცემული. ვფიქრობთ, რომ ქალაქმა შეიძინა ერთ-ერთი კარგი რეკრეაციული სივრცე. სკვერში იქნება დაცვის სამსახური, რომელიც 24 საათის განმავლობაში მოახდენს უსაფრთხოების ნორმების გაკონტროლებას, დასუფთავებისა და მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობის მიზნით, დაკომპლექტდა რამდენიმე ჯგუფი", - განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

რუსთავის მერიის ცნობით, გიორგი ლეონიძის სახელობის სკვერი, პოეტის ხმით წაკითხული ლექსით დახვდება სტუმრებს, ამის საშუალებას კი ბიუსტთან მოწყობილი სპეციალური სენსორული აპარატი იძლევა. რეკრეაცია, 4 ჰექტარ მიწის ფართობს მოიცავს და სკვერი მულტიფუნქციურია. მათივე ინფორმაციით, უკვე დასრულებულია კალათბურთის, ფეხბურთის, ფრენბურთის მოედნები, სკეიტ პარკი და ველოგორაკების მოწყობა, ტერიტორია მთლიანად ქვაფენილითაა მოპირკეთებული, გათვალისწინებულია ადაპტირებული სივრცე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, მოწყობილია საბავშვო მოედნები და სხვადასხვა სპორტული კუთხეები. სპეციალური სივრცეა გამოყოფილი ცხოველთა გასასეირნებლად. დაგებულია ბალახის მწვანე საფარი.

რუსთავის მერიის განმარტებით, სკვერის რეაბილიტაციის პროექტი ცენტრალური ბიუჯეტიდან 1 მილიონ 952 ლარით დაფინანსდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს