ალეკო ელისაშვილი კობახიძეზე - ის თავგაჩეჩილი, რომელსაც ცხოვრებაში ხალხის გაღიზიანების გარდა, არაფერი გაუკეთებია, ჩემზე ამბობს, არარაობა და ნულიაო?

ის თავგაჩეჩილი, მართლა ნული, რომელსაც ცხოვრებაში ხალხის გაღიზიანების გარდა, არაფერი გაუკეთებია, ჩემზე ამბობს, რომ არარაობა და ნულიაო?!,- ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ურმავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოახმაურა, რომლის თანახმადაც „ელისაშვილი აბსოლუტური ნულია“.

როგორც მან "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსში" განაცხადა, ირაკლი კობახიძე არარაობაა.

„ის თავგაჩეჩილი, ეგ მართლა არარაობა და ნული, რომელსაც ცხოვრებაში ხალხის გაღიზიანების გარდა არაფერი გაუკეთებია და ეგ კაცი ჩემზე იძახის, რომ არარაობა და ნულიაო?! ძალიან მაინტერესებს დებატებში რატომ არ დადიან. ან სერგეენკო დამიჯდეს დებატებში, ან კობახიძე და ვის რა გაუკეთებია ვილაპარაკოთ.

კობახიძე სად იყო მე, რომ კორუფციისგან ვწმენდდი შეწყალების კომისიას. ისტორიულად კორუმპირებული უწყება გავწმინდე. ირაკლი კობახიძემ თავის თავს მიხედოს და სარკეში ჩაიხედოს“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ გადაცემა "360 გრადუსის" ერთ-ერთ ეთერში განაცხადა, რომ ალეკო ელისაშვილი არის აბსოლუტური ნული.

"არ შეიძლება, თავს დებდე ყარაჩოღელობაზე და იქცეოდე, როგორც კინტო - სერგეენკო და ელისაშვილი მაგალითია: აქეთ უზარმაზარი საქმეა, იქით სიცარიელე",- აღნიშნა კობახიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა