ალეკო ელისაშვილი - ადვილი არ არის დღეში 500 ზარს უპასუხო, პრობლემებზე მესაუბრებიან, ბანკებიდანაც დამირეკეს, სესხი ხომ არ გინდათო - დამირეკეთ, არ დამზოგოთ

პარტია „მოქალაქეების" თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რომ საარჩევნო ბანერის გაკვრის და კამპანია „ალეკო გისმენთ“ დაწყების შემდეგ დღეში 500-ზე მეტ ზარს პასუხობს.

მისივე თქმით, ხალხი ძირითადად პრობლემებზე ურეკავს, თუმცა რამდენიმე ბანკმა სესხის აღება შესთავაზა.

„რაც ჩემი ბანერი გამოვაკარით კი, ნამდვილად დავიღალე და არ არის ადვილი დღეში 500-ზე მეტ ზარს უპასუხო, მაგრამ ასე უნდა იყოს. ძირითადად მელაპარაკებიან პრობლემებზე და რამდენიმე ბანკიდანაც დამირეკეს სესხი, ხომ არ გინდათო?! ძირითადად მირეკავენ და მეკითხებიან აინტერესებთ ნამდვილად მე ვარ თუ არა. ამ კამპანიას გავაგრძელებ და დამირეკეთ არ დავღლილვარ, არ დამზოგოთ“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

დღეს „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ დავით ბაქრაძემ ელისაშვილის კამპანიას ინოვაციური უწოდა, რაზეც ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, რომ რაც მათთვის ინოვაციაა, იმას სინამდვილეში ხალხის მოსმენა ჰქვია.

„ხალხს უნდა უსმენდნენ ყოველდღე. უსინდისო ვიყო, ამას გავაგრძელებ არა მარტო წინასაარჩევნოდ, არამედ ამას გავაგრძელებ სულ. ეს გავაკეთე იმიტომ, რომ გული მერევა ამ ყალბ ბანერებზე. ვაშაძემ, რაც ბანერები გააკრა და აწერია „დავამარცხოთ სიღარიბეო“ 10 000 ოჯახს მოუგვარებდა სიღარიბის პრობლემას იმ ფულით“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილმა საარჩევნო ბანერზე საკუთარი ტელეფონის ნომერი გამოაქვეყნა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა