ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ საინიციატივო ჯგუფის მიერ მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენილ აპოლონ გარუჩავას ხარვეზის გამოსასწორებლად  ორ დღიანი ვადა მისცა

ფოთის 70 -ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სალომე როდონაიას განცხადებით, საინიციატივო ჯგუფის მიერ მაჟორიტარობის კანდიდატად წარმოდგენილი აპოლონ გარუჩავას კანდიდატურის რეგისტრაცია ვერ მოხერხდა.

როგორც მან ბრიფინგზე განმარტა, თავდაპირველად პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად და პირველადი დოკუმენტაციის შესაბამისად მისი დარეგისტრირება მოხდა, კანონმდებლობის შესაბამისად, კანდიდატის ნდობით აღჭურვილ პირებს გადაეცათ მხარდამჭერთა სიის ბლანკი და მოეთხოვათ მინიმუმ 1083 ხელმოწერის წარმოდგენა.

როდონაიას თქმით, წარმოდგენილი ხელმოწერების სიაში დაფიქსირდა ხარვეზები , რის გამოც აპოლონ გარუჩავას დარეგისტრირება ვერ მოხერხდა და მას ორდღიანი ვადა მიეცა ხარვეზის გამოსასწორებლად.

მისი შეფასებით, დარღვეულ იქნა კანონით დადგენილი მოთხოვნები.

,,საინიციატივო ჯგუფმა 26 მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატად წარადგინა აპოლონ გარუჩავა. წარმოადგინა ყველა საჭირო პირველადი დოკუმენტაცია, მოხდა საინიციატივო ჯგუფის დარეგისტრირება, ამის შემდეგ მის წარმომადგენლებს გადაეცათ მხარდამჭერთა სიის ბლანკი. კანდიდატის დასარეგისტრირებლად მათ უნდა წარმოედგინათ 1083 ხელმოწერა. პირველ ეტაპზე მათ წარმოადგინეს ხელმოწერები, თუმცა დადგინდა ხარვეზი. მათ ხარვეზის აღმოსაფხვრელად მიეცათ 2 - დღიანი ვადა. წარმოადგინეს ხელახლა სიები და მათი შემოწმების შედეგად, ისევ არ აღმოჩნდა საჭირო და ნამდვილი ხელმოწერები. 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის შეფასებით დარღვეულ იქნა კანონით დადგენილი მოთხოვნები“, - განაცხადა სალომე როდონაიამ.

თავის მხრივ აპოლონ გარუჩავა 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და დავის გაგრძელებას სასამართლოში აპირებს.

,,არ ვეთანხმები საოლქოს გადაწყვეტილებას, ჩემი უფლებები დაირღვა თავიდანვე, ხარვეზის გამოსასწორებლად მომეცა ორი დღე, ნაჩქარევად მოვაგროვე 600 მხარდამჭერის ხელმოწერა და მეუბნებიან დარღვევა დაფიქსირდაო, რაშიც არ ვეთანხმები. გავასაჩივრებ ცესკოში და თუ დადებითად არ დაკმაყოფილდა ჩემი საჩივარი, დავას სასამართლოში გავაგრძელებ“, - განაცხადა აპოლონ გარუჩავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა