ბათუმში სამორინეების წარმომადგენლებმა, ტურ-ოპერატორებმა და გიდებმა აქცია გამართეს

ბათუმში სამორინეების მეპატრონეებმა, ტურ-ოპერატორებმა და გიდებმა ევროპის მოედანზე საპროტესტო აქცია გამართეს. მათი განცხადებით, კორონავირუსის გამო დაზარალდნენ და მოითხოვენ, რომ საბანკო სესხების ჩამოწერა და გადავადება მოხდეს.

აქციის მონაწილეების თქმით, ერთჯერადი დახმარება საკმარისი არ არის და ოჯახებს ვერ არჩენენ.

შეკრებილები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებს აანონსებენ.

"როგორც კი პანდემია დაიწყო, დაიკეტა სამორინეები და მთავრობას არც დაინტერესებულა, 200 ლარით, როგორ შევძლებდით არსებობას. ბანკში სესხის გადავადებაზე პროცენტები დაგვირიცხეს. დაზარალებული ადამიანები ვართ, მთავარი მოთხოვნაა სესხების ჩამოწერა და ბანკებში სესხების გადავადება მოხდეს, რომ დამატებითი წნეხი არ შეგვექმნას",- აცხადებენ აქციის მონაწილეები

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა