ალექსანდრე ლუკაშენკო - იძულებულები ვართ, ლიეტუვასთან და პოლონეთთან საზღვარი ჩავკეტოთ, უკრაინასთან კი -კონტროლი გავაძლიეროთ

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, ბელარუსი ლიეტუვასთან და პოლონეთთან საზღვარს კეტავს, უკრაინასთან კი სასაზღვრო კონტროლს ამკაცრებს.

„ჩვენ იძულებულები ვართ, გავიყვანოთ ჯარი ქუჩებიდან. ნახევარი არმიის მობილიზება მოვახდინოთ და დავხუროთ დასავლეთ საზღვრები, უპირველეს ყოვლისა ლიეტუვასთან და პოლონეთთან. ჩვენ იძულებულები ვართ გავაძლიეროთ სასაზღვრო კონტროლი ჩვენს მოძმე უკრაინასთან“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

მისივე თქმით, ბელარუსს ომი არ სურს. ლუკაშენკომ ლიეტუველებს, პოლონელებსა და უკრაინელებს მიმართა, თავიანთი პოლიტიკოსები შეაჩერონ და ომის დაწყების უფლება არ მისცენ.

„არ შეიძლება ცხელ ომამდე მისვლა. არ მსურს, ბელარუსი, ან პოლონეთი და ლიეტუვა, გადაიქცნენ ბრძოლის ველად, სადაც სხვების საკითხები გადაწყდება. მსურს, მივმართო ლიეტუველ, პოლონელ და უკრაინელ ხალხს: შეაჩერეთ თქვენი შეშლილი პოლიტიკოსები და არ მისცეთ მათ ომის დაწყების უფლება," - განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა