დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბი ყოფილი მოდელის ბრალდებებს უარყოფს, რომელიც პრეზიდენტს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს

დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბი ყოფილი მოდელის, ემი დორისის, ბრალდებებს უარყოფს, რომელიც პრეზიდენტს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.

„ბრალდებები სრული სიცრუეა. განვიხილავთ ყველა შესაძლო იურიდიულ საშუალებას, იმისთვის რომ Guardian-მა პასუხი აგოს ამ დაუსაბუთებელი ისტორიის გამოქვეყნებისთვის ”, - განაცხადა ტრამპის კამპანიის იურიდიულმა მრჩეველმა ჯენა ელისმა.

ცნობისათვის, გამოცემა Guardian-მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც ყოფილი მოდელი ემი დორისი აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. ქალი ამტკიცებს, რომ ტრამპმა მასზე 1997 წელს იძალადა, როდესაც ის ნიუ -იორკის უძრავი ქონების დეველოპერი იყო. ყოფილი მოდელის თქმით, შემთხვევა საჩოგბურთო ტურნე US Open-ის დროს მოხდა. Guardian-მა გამოაქვეყნა ყოფილი მოდელის მიერ წარდგენილი ექვსი ფოტო, რომელზეც ის და დონალდ ტრამპი ერთად არიან აღბეჭდილები, და ასევე, საჩოგბურთო ტურნირის ბილეთი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა