ჯო ბაიდენი - პრეზიდენტს ვაქცინებთან დაკავშირებით არ ვენდობი

დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატმა ჯო ბაიდენმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ პანდემიასთან გამკლავება კვლავ გააკრიტიკა და "დანაშაულთან ახლოს მყოფი" უწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას "გარდიანი“ ავრცელებს. ბაიდენმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ტრამპის დამოკიდებულება ვაქცინასთან მიმართებაში.

"პრეზიდენტს ვაქცინებთან დაკავშირებით არ ვენდობი", - აღნიშნა ბაიდენმა და აღნიშნა, რომ აშშ-ს წამყვან ინფექციონისტს ენტონი ფაუჩის ენდობოდა. "თუ ფაუჩი იტყოდა, რომ ვაქცინა უსაფრთხოა, ასეთ ვაქცინას მივიღებდი. ჩვენ მეცნიერებს უნდა ვუსმინოთ და არა პრეზიდენტს", - აღნიშნა ბაიდენმა.

სტატისტიკურად ამერიკაში, ყოველ 50 ადამიანს შორის 1 კოვიდინფიცირებულია, 1600 ადამიანზე კი პანდემიის დაწყების შემდეგ ერთი გარდაცვლილი მოდის.

მსოფლიო მასშტაბით, კორონავირუსის შემთხვევებმა 30 მილიონს გადააჭარბა. სიკვდილიანობის გლობალური მაჩვენებელი 943 203-ს აღწევს. ვარაუდობენ, რომ ეს რიცხვი მილიონს პირველ ოქტომბერს გადააჭარბებს. აშშ-ზე მსოფლიო შემთხვევათა 22% მოდის.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა