სოფელ ტირძნისში 3 ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოში გამოვლენილი 182 ახალი შემთხვევიდან 3 გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაფიქსირდა. სამივე ინფიცირებული არასრულწლოვანია.

6, 11 და 14 წლის ბავშვები, რომლებსაც კოვიდინფიცირება დაუდასტურდათ, სოფელ ტირძნისის მცხოვრებლები არიან.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეგიონული მართვის დეპარტამენტის შიდა ქართლის განყოფილების უფროსის, ეკა ქორჩაშვილის განცხადებით, ლუგარის ცენტრში გაგზავნილი 9 ნიმუშიდან 3 დადასტურდა. დამატებით, ლაბორატორიაში გაიგზავნა 175 ნიმუში.

,, ეპიდკვლევები გრძელდება, გუშინ დამატებით გაიგზავნა ლუგარის ცენტრში 175 ნიმუში და ველოდებით პასუხებს“, - განაცხადა ეკა ქორჩაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა