გიგი უგულავა - ხალხთან ვდებთ ხელშეკრულებას, ეს არის კრიზისიდან გამოყვანის, გარდამტეხი ცვლილებების კონკრეტული გეგმა

„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ზუგდიდში გიგი უგულავა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში მოსახლეობას შეხვდა და მათთან ხელშეკრულება დადო.

გიგი უგულავას თქმით, ხელშეკრულება არის იმ პუნქტების ერთობლიობა, რომელთა შესრულების ვალდებულებასაც „ევროპული საქართველო“ გამარჯვების შემთხვევაში იღებს.

როგორც უგულავამ აღნიშნა, სწორედ „ევროპული საქართველოს“ გეგმას შეუძლია ქვეყანა ამოიყვანოს მძიმე ეკონომიკური კრიზისიდან და მოიტანოს გარდამტეხი ცვლილებები.

„ევროპული საქართველოს“ კაპმანიის ფარგლებში, დღეს უკვე ვიმყოფებით სოფელ დარჩელში და ხალხთან ვდებთ ხელშეკრულებას. ხელშეკრულება მოიცავს პუნქტებს, რომლის შესრულების ვალდებულებასაც ვიღებთ გამარჯვების შემთხვევაში. ესენია- გადასახადების დაწევა, პენსიისა და სოციალური დახმარებების გაორმაგება, სასამართლოში ნაფიცი მსაჯული, არჩევითი პოლიციის უფროსი.

ხელშეკრულების დადება ხორციელდება შემდეგნაირად: ერთი ნაწილი რჩება მოქალაქეს, სადაც არის ჩვენი ხელმოწერა, ხოლო მეორე ნაწილი მიდის ჩვენ შტაბში და არის ჩვენთვის სახელმძღვანელო, ანუ ხელშეკრულება დადებული კონკრეტულ მოქალაქესთან.

შესაბამისად, ნებისმიერ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, ვისაც ეს ხელშეკრულება ექნება, აკონტროლოს ნებისმიერი ჩვენგანი, მაგალითად, შევასრულეთ თუ არა პუნქტი, რომელიც მოცემულია ხელშეკრულებაში.

ეს არის კრიზისიდან გამოყვანის, გარდამტეხი ცვლილებების კონკრეტული გეგმა დაფიქსირებული კონკრეტული ხელშეკრულებით, სადაც ერთი მხარე არის „ევროპული საქართველო“, ხოლო მეორე მხარე არის კონკრეტული ჩვენი თანამოქალაქე.

დარჩელში სწორედ ამით ვართ დაკავებული, ვხვდებით ადგილობრივებს და ვდებთ მათთან ხელშეკრულებას“,- განაცხადა გიგი უგულავამ.

იხილეთ ვიდეო:გიგი უგულავა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში მოსახლეობას შეხვდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა