აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე - კორონავირუსის შემთხვევების უმეტესი ნაწილი ბათუმს უკავშირდება

კორონავირუსის შემთხვევათა უმეტესი ნაწილი ბათუმს უკავშირდება, მუნიციპალიტეტებში კორონავირუსის ერთეული შემთხვევები გამოვლინდა,- ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ნონა ეფაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, რეგიონში კონტაქტების ჩაღრმავებული კვლევა მიმდინარეობს.

მისივე თქმით, ინფიცირებულებისთვის დამატებითი საწოლებია მობილიზებული და ყველა უწყება კოორდინირებულად მუშაობს.

"კონტაქტების ჩაღრმავებული კვლევა მიმდინარეობს. ყველა უწყება მუშაობს კოორდინირებულად. გამართულია ჯანდაცვის ქსელი. მობილიზებულია დამატებითი საწოლები. შემთხვევების უმეტესი წილი არის დაკავშირებული უკვე გამოვლენილი შემთხვევების კონტაქტებთან. ყველა შემთხვევის მიდევნება ხდება, შემთხვევათა უმეტესი ნაწილი უკავშირდება ბათუმს, ერთეული შემთხვევები გვაქვს მუნიციპალიტეტებში"- განაცხადა ნონა ეფაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს