ბაკურიანში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

დაბა ბაკურიანში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, სპეციალური ხსნარით მოირეცხა საკარანტინო ზონების მიმდებარე ტერიტორია და დაბის ქუჩები.

მათი ცნობით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დასუფთავების სამსახური სადეზინფექციო სამუშაოებს ყოველკვირეულ რეჟიმში ატარებს.

„სპეციალური ხსნარებით ირეცხება საავტომობილო გზები, საფეხმავლო ბილიკები,ასევე ბანკების, სასურსათო მარკეტების, ბენზინგასამართი სადგურებისა და სამედიცინო დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიები. დეზინფექცია უტარდება, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებსა და მათ გარე სივრცეებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა