კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევიდან 2 კახეთში გამოვლინდა

გასული 24 საათის განმავლობაში კახეთში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან ერთი ლაგოდეხის „კლასტერს“ და აჭარაში მოგზაურობას უკავშირდება, ხოლო მეორე შემთხვევა მატანში დაფიქსირდა, რაც ქორწილის "კლასტერის" კონტაქტია.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივის ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის ნელი ხიზანიშვილის განცხადებით, რეგიონში ამ ეტაპზე ლაბორატორიულად დადასტურებული 32 შემთხვევა, აქედან 14 მატანშია, 7 ველისციხეში,9 ლაგოდეხში და 2 სიღნაღში ფიქსირდება.

ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ტოომას ჰენდრიკ ილვესი - არ გჭირდებათ ევროკავშირის დროშების ყველგან აღმართვა, თუ მის ღირებულებებს არ იზიარებთ - სიტყვების თქმით: ”ჩვენ ევროპელები ვართ“, ევროკავშირში ავტომატურად ვერ შეხვალთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2021
ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ბექა ნაცვლიშვილი - როგორც ჩანს, "ქართული ოცნება“ ემზადება მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის და აგრძელებს კომუნიკაციას ევროკავშირთან, ამის შედეგი კი იქნება ის, თუ რა მოხდება მელიას გადადებულ სასამართლოზე
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული
ხარისხი გარანტირებულია: "კარფური" „მასტერშეფის“ ახალი სეზონის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი გახდა