ამბროლაურში კოსტავას ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ქალაქ ამბროლაურში კოსტავას ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, პროექტი გარდამავალია და მისი ღირებულება 1 320 000 ლარს შეადგენს.

მათი ცნობით, ქალაქის ცენტრალური ქუჩის კეთილმოწყობა გაზონებისა და ტროტუარების მოწესრიგებას, სანიაღვრე სისტემის მოწყობას, გარკვეული ადგილების ქვაფენილით მოპირკეთებას, ახალი ღობეების მშენებლობას და სხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ითვალისწინებს.

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, კოსტავას ქუჩის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა