სამგორის რაიონში, არჩილ მეფის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ტარდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, დედაქალაქის სტაბილური წყალმომარაგებისთვის, მნიშვნელოვან პროექტებზე მუშაობას ყველა რეკომენდაციის დაცვითა და გათვალისწინებით აგრძელებს,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, კომპანია სამგორის რაიონში, არჩილ მეფის ქუჩაზე, წყალმომარაგების სისტემაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

„პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება ერთ კილომეტრამდე სიგრძის წყალმომარაგების ქსელი. ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და საკვანძო ჭები მოეწყობა. აღნიშნული სამუშაოების შედეგად არჩილ მეფისა და ერეკლე მეორეს ქუჩის მოსახლეობას წყალმომარაგება გაუუმჯობესდება. ჯივიპი სარეაბილიტაციო პროექტში 140 ათასი ლარის ინვესტიციას ახორციელებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა