ისრაელში დღეიდან 3-კვირიანი საყოველთაო კარანტინი იწყება

კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, ისრაელში დღეიდან 3 -კვირიანი საყოველთაო კარანტინი იწყება, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტო წერს, რომ კარანტინის დაწყება ემთხვევა ქვეყანაში ებრაული ახალი წლის დაწყებას, რომელიც დაკავშირებულია დიდ ოჯახურ შეკრებებსა და ლოცვების ჯგუფურად ჩატარებასთან.

ახალი წესების თანახმად, ისრაელში მოქალაქეებს საკუთარი სახლებიდან 500 მეტრის რადიუსზე შორს წასვლის უფლება არ ექნებათ, გამონაკლისი მხოლოდ იმ შემთხვევებში დაიშვება, თუკი მოქალაქე სამსახურში, პირველადი მოხმარების საგნების შესაძენად ან სავარჯიშოდ მიდის.

სინაგოგებში აუცილებელი ხდება სოციალური დისტანციის წესების დაცვა, შეზღუდვა წესდება სინაგოგებში მყოფი მორწმუნეების რაოდენობაზეც.

ცნობისათვის, ეს,პანდემიის დაწყების დროიდან, ისრაელში გამოცხადებული მეორე საყოველთაო კარანტინია. პირველად კარანტინი მარტის ბოლოს დაწესდა და მაისში მოიხსნა. თუმცა, ქვეყნის ლიდერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, შეზღუდვების მოხსნა ნაადრევი აღმოჩნდა, ვინაიდან ბოლო პერიოდში ახალი შემთხვევების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა და ზოგიერთ დღეს 5 000-საც კი გადააჭარბა. Worldometers-ის მონაცემებით, პანდემიის დაწყების დროიდან, ისრაელში კორონავირუსის 176 933 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებულია 129 394 და დაღუპულია 1 169 ადამიანი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა