პროკურორი - თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ყველა რაციონალური ვერსია არ იქნება განხილული

პროკურორ ამირან გულუაშვილის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება გაგრძელდება მანამ, სანამ ყველა რაციონალური ვერსია არ იქნება განხილული და ყველა მტკიცებულება არ იქნება მოპოვებული.

პროკურორის თქმით, მხოლოდ ამის შემდეგ სტანდარტულად, პროცედურის თანახმად იქნება მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილება.

„მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, გარკვეული მტკიცებულებები იქნა მოპოვებული და ჩვენ, საქართველოს პროკურატურა პერიოდულად ვახდენთ საზოგადოებისა და მედიასაშუალებების ინფორმირებას იმ ფაქტობრივ შედეგებთან დაკავშირებით, რაც მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მოიპოვება. ამ ეტაპზე გამოძიება ისევ გრძელდება, მოპოვებულია კონკრეტული ფაქტობრივი მონაცემები, რაც თავისი შინაარსიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი მტკიცებულებებია აღნიშნულ საქმეზე. ამასთან, გამოძიება გაგრძელდება მანამ, სანამ ყველა რაციონალური ვერსია იქნება შემოწმებული და ყველა საჭირო მტკიცებულება არ იქნება მოპოვებული. ამის შემდეგ იქნება მიღებული სტანდარტულად, პროცედურის თანახმად შემაჯამებელი გადაწყვეტილება და ამის შესახებ თქვენთვისაც იქნება ცნობილი“, - განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

იხილეთ ვიდეო:პროკურორის განცხადებით, ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება ყველა რაციონალური ვერსის განხილვამდე გაგრძელდება

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა