ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვების რაოდენობა 29-მდე გაიზარდა, მათ შორის ყველაზე პატარა 9 თვისაა

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვების რაოდენობა გაიზარდა.

როგორც კლინიკის დირექტორი ციური აბულაძე აცხადებს, ინფიცირებულია 29 ბავშვი, მათ შორის ყველაზე პატარა 9 თვისაა.

ციური აბულაძის თქმით, მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"ინფექციურ დეპარტამენტში 54 პაციენტია, აქედან 29 ბავშვია, პნევმონია აქვს 8 -ს. ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ორს პნევმონია აქვს მსუბუქი ფორმის. ინფიცირებული ერთი ბავში 9 თვისაა", - განაცხადა ციური აბულაძემ.

მისივე განცხადებით, ტუბერკულოზის განყოფილების ექიმის დაინფიცირების წყარო ქორწილის კლასტერს უკავშირდება, ხოლო დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს დადასტურებულ შემთხვევასთან ჰქონდა კონტაქტი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო