ბათუმის სამშობიარო სახლში კორონავირუსით ინფიცირებული ფეხმძიმე ქალების რაოდენობა გაიზარდა. როგორც კლინიკის ექიმი ნუგზარ პაპავა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აცხადებს, 16 ფეხმძიმე ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
"მათ ჩივილები არ აღენიშნება, ფაქტობრივად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. კლინიკაში 16 ფეხმძიმე ქალი გვყავს. ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან",- აცხადებს ნუგზარ პაპავა.