კორონავირუსი რუსთავის ერთ-ერთი ოფთალმოლოგიური კლინიკის თანამშრომელსაც დაუდასტურდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებიდან, ერთი რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ,,ცხელების ცენტრში“ დაფიქსირდა.
როგორც ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბარში კლინიკის დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ განაცხადა, კოვიდინფექცია, 31 წლის ქალს დაუდასტურდა. ინფიცირებული, რუსთავის ერთ-ერთი ოფთალმოლოგიური კლინიკის თანამშრომელია.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და თბილისში კოვიდმიმღებ კლინიკაშია გადაყვანილი.
29 აგვისტოდან დღემდე, რუსთავში კრონავირუსით ინფიცირების 41 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.

























