„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში ჩაეშვა განსახილველად

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, ბიუროს გადაწყვეტილებით, უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში ჩაეშვა განსახილველად, განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

უწყების ცნობით, კანონის პროექტის მიღება, რომელიც ბიუროს 24-ე სხდომაზე უმაღლესი საბჭოს წევრმა დავით გაბაიძემ წარმოადგინა, საქართველოს «საარჩევნო კოდექსში“ ბოლო დროს შესული ცვლილებებითაა განპირობებული.

„კანონპროექტის თანახმად, უმაღლესი საბჭოს 2020 წლის არჩევნებში უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის პირს აღარ მოეთხოვება ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარდგენა. თუმცა ნარკოლოგიური შემოწმების გავლისა და ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობების წარდგენის ვალდებულება კანონპროექტით ეკისრებათ უმაღლესი საბჭოს 2020 წლის არჩევნებში უმაღლესი საბჭოს წევრად არჩეულ პირებს. ბიუროს გადაწყვეტილებით, პლენარულ სხდომებზე განიხილება უმაღლესი საბჭოს კომიტეტების ყოველწლიური საქმიანობის ანგარიშები. საკითხი სხდომაზე საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ წარმოადგინა. ბიუროს წევრებმა ასევე მხარი დაუჭირეს უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსის - ზურაბ ჭურკვეიძის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო ორგანოს ბიუჯეტის დეტალურ განწერაში შესატან ცვლილებებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციის მიერ დანიელსონის დოკუმენტის რევიზიის მცდელობა მათი კიდევ ერთი უგუნური შეცდომა იქნება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება