წყალტუბოს სოფელ პატრიკეთის სკოლის პედაგოგს პირველადი ტესტით კორონავირუსი დაუდასტურდა, სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერებულია

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ პატრიკეთის სკოლაში პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის დღეს იმერეთში გამოვლენილი შემთხვებიდან ერთ-ერთია. ინფორმაციას ადასტურებს წყალტუბოს რესურსცენტრის ხელმძღვანელი მამუკა ჩხეტიანი. ჩხეტიანის ინფორმაციით, პედაგოგმა ვირუსზე პირველადი ტესტი გუშინ ჩაიტარა, რამაც დადებითი პასუხი აჩვენა. მეორე ტესტის პასუხს ელოდებიან.

ამ დროისთვის სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერებულია და 100-მდე მოსწავლე და 24 პედაგოგი თვითიზოლაციაში იმყოფება. მიმდინარეობს წყაროს და კონტაქტების დაზუსტება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს