ექიმის ინფორმაციით, გოგი წულაიას მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა

პარტია „თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარის გოგი წულაიას მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა. ექიმების გადაწყვეტილებით, მას ჯერჯერობით ოპერაცია არ ჩაუტარდება და მედიკამენტოზურ მკურნალობაზე დარჩება.

კარდიოქირურგ ლევან ქარიზანაშვილის განცხადებით, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„დღეს შედგა კონსილიუმი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ მწვავე ფაზაში ოპერაციისგან თავი შევიკავეთ. ერთ კვირაში გადაწყდება შემდგომი მკურნალობის ტაქტიკა, ქირურგიული ჩარევა იქნება აუცილებელი", - განაცხადა ლევან ქარიზანაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო