ლევან კობერიძის ინფორმაციით, "ქართული მარშის" წევრები "ლელოს" ვაკის ოფისის ბლოკირებას აპირებენ

პარტია "ლელოს" ვაკის მაჟორიტარი დეპუტატის ლევან კობერიძის ინფორმაციით, "ქართული მარშის" წევრები "ლელოს" ვაკის ოფისის ბლოკირებას აპირებენ.როგორც კობერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის მიზეზი უცნობია, რატომ აპირებს “ქართული მარში" "ლელოს" ოფისის ბლოკირებას. კობერიძე "ქართულ მარშს" კანონის დაცვისკენ, ხელისუფლებას კი ყურადღების გამახვილებისკენ მოუწოდებს.

"ახლა მივდივარ ოფისში, იმისთვის რომ იქ ყველაფერმა მშვიდად და ექსცესების გარეშე ჩაიაროს. მოვუწოდებ „ქართული მარშის“ ლიდერებს, რომ დაიცვან ყველა წესი და კანონით გათვალისიწინებული ნორმა. ამავდროულად სიფხიზლისკენ მოვუწოდებ ხელისუფლებას, "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობას და მთლიანად ხელისუფლების იმ წარმომადგენლებს, რომელთა ვალდებულებაცაა მსგავს სიტუაციებში გააკეთონ ოპერატიული რეაგირება,რათა ყველაფერმა ექსცესების გარეშე ჩაიაროს, რადგან გამორიცხული არ არის პროვოკაციები. რაც შეეხება ასეთი ძალადობრივი ფონის შექმნას წინასაარჩევნო გარემოში, ამასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას მთლიანად ვაკისრებ "ქართულ ოცნებას" და პირდაპირ ვამბობ, რომ მსგავსი ტიპის ექსცესების, პრობლემების შემთხვევაში ეს უკვე პირადად, "ქართული ოცნების" ლიდერების პასუხისმგებლობაა", განაცხადა კობერიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა